სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ
პოლიტიკის ანალიზისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტის ლევან დათიაშვილის 2026 წლის 5 მაისის #8027/30 განცხადების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ ლევან დათიაშვილის ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,შედარებითი საგარეო პოლიტიკა “ შემდეგი შემადგენლობით:
მანანა შამილიშვილი - პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დავით მაცაბერიძე - ასოცირებული პროფესორი;
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.